მთავარიახალი ამბებიიმერეთი

იმერეთში 24 საათში Covid-19 289 ადამიანს დაუდასტურდა

იმერეთში 24 საათში Covid-19 289 ადამიანს დაუდასტურდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 24 საათში იმერეთში კორონავირუსი 289 ადამიანს დაუდასტურდა.

ამ ეტაპზე იმერეთში 1 028 კოვიდინფიცირებული მკურნალობას საავადმყოფოებში განაგრძობს.

მძიმე პაციენტია 338, მათგან 29 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 2 016 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები