მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ინტენსიური თოვის გამო ნაქერალას უღელტეხილზე შეზღუდვები მოქმედებს

ინტენსიური თოვის გამო ნაქერალას უღელტეხილზე შეზღუდვები მოქმედებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

“ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთსა და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები