მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ინტენსიურმა წვიმამ ვანის მუნიციპალიტეტი დააზარალა

ინტენსიურმა წვიმამ ვანის მუნიციპალიტეტი დააზარალა

ვანის მუნიციპალიტეტში ინტენსიურმა წვიმამ მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია.

შეზღუდული იყო გადაადგილება სოფელ უხუთის გზაზე, სადაც გაწმენდითი სამუშაოები უკვე ჩატარდა და მოძრაობა აღდგა.

ვანის კიდევ ერთ სოფელში, შუამთაში ადიდებულმა მდინარე ყუმურმა მოსახლეობა დააზარალა. უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სამტრედიის სოფელ ტოლებთან დამაკავშირებელი ხიდის ნაწილი წაიღო.

ამ დროისთვის, ხიდზე გადაადგილება აკრძალულია.

კომენტარები