დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 669 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 004 შემთხვევა, აჭარა – 385, იმერეთი – 327, ქვემო ქართლი – 181, შიდა ქართლი – 129, გურია – 66, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 183, კახეთი – 247, მცხეთა-მთიანეთი – 75, სამცხე-ჯავახეთი – 57, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 109 საიდანაც 7 571 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 245, აჭარაში – 1 011, იმერეთში – 1 168.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 637 პირი, მათ შორის, თბილისში – 700, აჭარაში – 162, იმერეთში – 349. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში – 224, აჭარაში – 40, იმერეთში – 28.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 251 პირი ემსხვერპლა.
კომენტარები