მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ინფო იმერეთი” ერთი წლისაა

“ინფო იმერეთი” ერთი წლისაა

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” ერთი წლის გახდა.

გასული წლის 2 სექტემბერს, ახალი ამბების ვებ-გვერდზე პირველი ადგილობრივი ინფორმაცია გავრცელდა.

ამ პერიოდის განმავლობაში სააგენტომ მედიაბაზარზე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სახელის დამკვიდრება შეძლო.

დღეს სააგენტო იმერეთის რეგიონში წამყვან ონლაინ-მედია საშუალებად ითვლება. მასთან თანამშრომლობენ კერძო პირები, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

ინფო იმერეთის” მთავარი ამოცანაა, ოპერატიულობასთან ერთად შეინარჩუნოს სანდოობა და მიუკერძოებლობა, რასაც იგი ერთი წელია, წარმატებით ახერხებს.

რეგიონული საინფორმაციო სააგენტო infoimereti.ge საზოგადოების ყველა სეგმენტზე გათვლილი მედიაპროდუქტია.

კომენტარები