იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” 3 წლის გახდა.
ახალი ამბების ვებგვერდზე პირველი ადგილობრივი ინფორმაცია 2021 წლის სექტემბერში გავრცელდა.
ამ პერიოდის განმავლობაში სააგენტომ მედიაბაზარზე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სახელის დამკვიდრება შეძლო.
დღეს სააგენტო იმერეთის რეგიონში წამყვან ონლაინმედია საშუალებად ითვლება. მასთან თანამშრომლობენ კერძო პირები, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
“ინფო იმერეთის” მთავარი ამოცანაა, ოპერატიულობასთან ერთად შეინარჩუნოს სანდოობა და მიუკერძოებლობა, რასაც იგი სამი წელია, წარმატებით ახერხებს.
რეგიონული საინფორმაციო სააგენტო infoimereti.ge საზოგადოების ყველა სეგმენტზე გათვლილი მედიაპროდუქტია.
კომენტარები