მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე

ირაკლი კობახიძე – უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე

საქართველო გამოირჩევა ეკონომიკური ზრდით, არამარტო რეგიონში, არამედ ევროპის ქვეყნებს შორის მთლიანად საქართველო არის ნომერ პირველი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“როგორც მოგეხსენებათ, საქართველო გამოირჩევა ეკონომიკური ზრდით, არამარტო რეგიონში, არამედ ევროპის ქვეყნებს შორის მთლიანად საქართველო არის ნომერ პირველი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით. უკვე მეოთხე წელია, წინა სამი წლის განმავლობაში ჩვენ საშუალო ეკონომიკური ზრდა გვქონდა 9,7 პროცენტი, წელსაც ვინარჩუნებთ 9-პროცენტიან მაჩვენებელს და ვფიქრობთ, რომ გვექნება წლის ბოლოს ძალიან კარგი მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის კუთხით, რა თქმა უნდა, სწორედ ეკონომიკური ზრდა არის მთავარი ფაქტორი, რომელიც იძლევა უმუშევრობის შემცირების საშუალებას, დასაქმების ზრდის საშუალებას.

ასევე ყველას მოგეხსენებათ, რომ მეტი დასაქმებული ნიშნავს ბიუჯეტში შეტანილ მეტ გადასახადს, რაც მთავრობას მისცემს მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას, არსებული პროგრამების გაფართოების საშუალებას, მომავალშიც ეს დარჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები