მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ქართველი ლიბერალი არის ყველაზე გოიმი არსება მსოფლიოში

ირაკლი კობახიძე – ქართველი ლიბერალი არის ყველაზე გოიმი არსება მსოფლიოში

მე მინდა შეგახსენოთ ერთი რამ – ყველაფერში ფსევდოები არიან ეს ადამიანები. ხშირად მოისმენთ ხოლმე მათი მხრიდან აბიციურ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სხვებზე წინ წასულები არიან საკუთარი აზროვნებითა და მენტალიტეტით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “იმედის” ეთერში სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” დეპუტატ რატი იონათამიშვილზე გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხად.

“სინამდვილეში ყველაზე ჩამორჩენილი კასტა, ვინც კი არის საქართველოში, სწორედ არიან ისინი, ვინც ასეთ რაღაცებს აეკეთებს. ისინი არიან ე.წ. ფსევდოლიბერალები – ქართველი ლიბერალი არის ყველაზე გოიმი არსება მსოფლიოში, მე ასე ვიტყოდი. ეს არის ის კასტა, რომელიც ასეთ რაღაცებს აკეთებს, მათ სიბნელეს საზღვარი არ აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები