მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ირაკლი ღარიბაშვილი – ქუთაისის ოპერის რეაბილიტაციის პროექტს ვიწყებთ, ბიუჯეტი დაახლოებით 21 მლნ ლარია

ირაკლი ღარიბაშვილი – ქუთაისის ოპერის რეაბილიტაციის პროექტს ვიწყებთ, ბიუჯეტი დაახლოებით 21 მლნ ლარია

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სამუშაოების ბიუჯეტი დაახლოებით 21 მლნ ლარს შეადგენს.

“ქუთაისის ოპერის რეაბილიტაციის პროექტს ვიწყებთ, ქალბატონი თეა წულუკიანი იყო ჩასული ქუთაისში, ჯერ კიდევ შარშან დავიწყეთ ამაზე მუშაობა, პროექტი შედგენილია და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს, რომლის ბიუჯეტი არის დაახლოებით 21 მლნ ლარი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები