მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ირაკლი შენგელია – სამწუხაროა, რომ ჩვენმა ოპონენტებმა აირჩიეს ბოიკოტის რეჟიმი

ირაკლი შენგელია – სამწუხაროა, რომ ჩვენმა ოპონენტებმა აირჩიეს ბოიკოტის რეჟიმი

ქუთაისში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს წევრების მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს, საკრებულოს თავმჯდომარე ეხმაურება.

ირაკლი შენგელიას თქმით, იმ დროს როდესაც საკრებულო ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მისაღებად ემზადება, პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ბოიკოტის ფორმა არ უნდა გამოიყენოს.

“როდესაც ჩვენ აქტიურად განვიხილავთ მომავალი წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის მთავარ დოკუმენტს, სამწუხაროა, რომ ჩვენმა ოპონენტებმა აირჩიეს ბოიკოტის რეჟიმი. ეს არ არის ის ფორმა, რომელიც პოლიტიკურმა სუბიექტმა, რომელსაც გააჩნია მოქალეების წინაშე პასუხისმგებლობა, უნდა გამოიყენოს და საკუთარ მოსახლეობას გამოუცხადოს ბოიკოტი. მოქალეების ინტერესებს გამოუცხადეს ბოიკოტი”, – აცხადებს ირაკლი შენგელია.

ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დღეს დილით ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ბოიკოტის რეჟიმში იქნებიან მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს უცხოეთში სამკურნალოდ არ გადაიყვანენ.

კომენტარები