საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

საქართველო-ისლანდიის დღევანდელ შეხვედრას უნდა გადაეწყვიტა, რომელი გუნდი ითამაშებდა მსოფლიო ჩემპიონატზე.

მატჩი ისლანდიის გამარჯვებით დასრულდა – 80:77. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო პირველად ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

დღევანდელ შეხვედრაში საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო 23 ქულით.