მთავარისხვადასხვაპერსონა

“კარიერული მიზნების მისაღწევად საჭიროა შრომა და მიზანდასახულობა”-ნათია გურეშიძე

“კარიერული მიზნების  მისაღწევად საჭიროა შრომა და  მიზანდასახულობა”-ნათია გურეშიძე

საინფორმაციო სააგენტო  infoimereti.ge  გთავაზობთ რუბრიკასსაქმე და საქმიანი ადამიანი“. რუბრიკის მიზანია ქუთაისელი საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.

რუბრიკის მორიგი სტუმარი ყვავილებისა და დიზაინის სახლის „flowers lovers”-ის მფლობელი და დამფუძნებელი  ნათია გურეშიძეა.

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ყვავილების სალონი “Flowers Lovers”-ი არსებობის 16 წელს ითვლის. 24 საათიან რეჟიმში,  მაღაზია შეკვეთებს საქართველოს მასშტაბით იღებს. სალონის ფლორისტებსა და დიზაინერებს ასობით წყვილის ბედნიერი დღე აქვთ  გალამაზებული.

„უკვე 16 წელია არსებობს Flowers Lovers-ი. ყვავილები თავიდანვე ძალიან მიყვარდა, მინდოდა მქონოდა საკუთარი ყვავილების მაღაზია. ამიტომ, როგორც კი დავამთავრე უნივერსიტეტი, დავიწყე ბიზნესზე ფიქრი, ცოტა ხანში გავხსენი მაღაზიაც. თავდაპირველად მისართმევი, სადედოფლო, სარიტუალო, ყვავილების ყველანაირი კომპოზიცია მქონდა, თუმცა ბოლო ცხრა წელი აქტიურად ჩავერთე დიზაინშიც. ვმუშაობ ქორწილების, ხელის მოწერების, რესტორნების, კორპორატიული საღამოების დიზაინზე. დაბადების დღეები იქნება ეს, ხელის თხოვნა თუ სხვა, ყველაფრის დიზაინს ვაკეთებთ, სადაც დაგვიძახებენ. თითქმის ყველა დღე დაკავებული გვაქვს. ან ქორწილის დიზანი გვაქვს, ან ხელის მოწერა. შაბათ-კვირას კი ორი-სამი ცერემონიალი მაინც გვაქვს. იყო შემთხვევა ერთ დღეს სამი რესტორნის დიზაინი და სამი ხელის მოწერა გვქონდა. 24-საათიანი მუშაობა გვაქვს. წვიმა, ქარი, თოვლი არ არსებობს ჩვენთვის, არაფერი არ გვაბრკოლებს,“-ამბობს ნათია გურეშიძე.

“Flowers Lovers“-ის დამფუძნებელი ნათია გურეშიძე გვიყვება, რომ მაღაზია შეკვეთებს საქართველოს მასშტაბით იღებს. მისივე თქმით, 16 წლის მანძილზე არც ერთი მოხმარებელი უკმაყოფილო არ დარჩენილა.

„სალონის გახსნიდან მოთხოვნამ დღითიდღე იმატა. ყოველ წელს იზრდება მოთხოვნა. ძირითადი შეკვეთები ქუთაისიდან გვაქვს. თუმცა არის  შემთხვევები, როცა ბათუმშიც  გვთხოვენ დიზაინის და ხელისმოწერის ცერემონიალის მოწყობას,  ასევე ქობულეთსა და ანაკლიაშიც.  რამდენჯერმე ვიყავით ზუგდიდშიც. ამდენი ხნის მანძილზე არ მქონია შემთხვევა, რომ ვინმე უკმაყოფილო დარჩენილიყოს.”- გვიყვება ის.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო infoimereti.ge -მ,  ნათია გურეშიძესთან ბიზნესბლიცი ინტერვიუ აიღო.

ჩემი პირველი სამსახური იყო…სხვაგან არსად მიმუშავია, ჩემი პირველი სამსახური „flowers lovers”-ია.

პირველი ხელფასი იყო… დაახლოებით 100 ლარი.

ახლა რომ აბიტურიენტი ვიყო… აუცილებლად ჩავაბარებდი ბიზნესის ადმინისტრირებასა და მართვაზე.

სამსახურში მივდივარ… კონკრეტული დრო არ მაქვს.

სამსახურში დღეს ვიწყებ… შეკვეთების მიღებით.

როცა პენსიაზე ვიქნები… ბევრს ვიმოგზაურებ, აუცილებლად დავეხმარები გაჭირვებულებს, მოვუწყობ ბავშვებს სიურპრიზებს.

ყველაზე მეტად მეშინია… სიკვდილის.

რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში… ვარ ძალიან მიმდობი.

ყველაზე ძალიან მინდოდა გამეკეთებინა… დაჩა,  ტყის და მდინარის  პირას.

კარიერული მიზნების  მისაღწევად საჭიროა… შრომა, მიზანდასახულობა და ასევე აუცილებელია, რომ  ფარხმალი არ დაყარო.

ამ წამს ყველაზე მეტად მინდა, რომ ვიყო..მეგობრებთან ერთად.

ამოჩემებული სამოსი… სპორტული სასამოსი.

ყველაზე ხშირად მავიწყდება… დაბადების დღეების მილოცვა.

არასოდეს გავაკეთებ… არ დავცინებს სხვას.

დღეს დილით პირველი, რაც გავიფიქრე იყო… ჩემს შვილს მაქსიმეს მალე  აქვს დაბადების დღე და ვფიქრობდი, სად და როგორი გავაკეთო.

ინფორმაციას ვიღებ ძირითადად… ინტერნეტის მეშვეობით.

ქვეყანა, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი… საქართველოს გარდა ვერსად ვიცხოვრებდი.

ყველაზე კომფორტულად თავს ვგრძნობ… სახლში მეუღლესთან და შვილთან ერთად.

ჩემი საყვარელი სპორტის სახეობაა… პლიაჟის ჩოგბურთი.

მინდა დამიმახსოვრონ, როგორც…კარგი დედა, კარგი მეუღლე და ზოგადად როგორც კარგი ადამიანი.

რუბრიკის მიზანია იმერეთში  მოქმედი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.  ასევე  მათი  კომპანიის, ობიექტისა და თუ დაწესებულების კიდევ უფრო  ცნობადობის გაზრდა. თუ ფიქრობთ, რომ  რუბრიკის მორიგი სტუმარი თქვენ უნდა იყოთ მოგვწერეთ მეილზე [email protected] ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 598 98 49 50 ;

კომენტარები