მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერებმა ხარაგაულში ოფისი გახსნეს

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერებმა ხარაგაულში ოფისი გახსნეს

“კოალიცია ცვლილებებისთვის” მუნიციპალიტეტებში ახალი ოფისების გახსნას აგრძელებენ.

დღეს პარტიის ლიდერებმა ახალი რაიონული ოფისი ხარაგაულში გახსნეს.

ნიკა მელიას თქმით, ხარაგაულის გუნდთან ერთად განხილული იყო ხმების დაცვის მექანიზმები, კოალიციის ხედვები და ადგილობრივი პრობლემების გადაჭრის გზები.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას გაერთიანებამ იმერეთში უკვე ოფისები სამტრედიაში, ტყიბულში, ვანსა და ხონში გახსნეს.

კომენტარები