მთავარიახალი ამბებიიმერეთი

კომპანია “ენკამ” საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა

კომპანია “ენკამ” საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა

ENKA Insaat-ის 2021 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, ჯგუფის 90%-იან მფლობელობის ქვეშ არსებულმა შვილობილმა კომპანიამ ENKA Renewables-მა საქართველოს მთავრობასთან 2019 წლის 25 აპრილით დათარიღებული ხელშეკრულება ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების, მშენებლობის, მფლობელობისა და ოპერირების შესახებ გაწყვიტა.

კომპანიის ფინანსურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასთან, ენერგეტიკის განვითარების ფონდთან, სს ნამახვანთან, სს ელექტროსისტემის კომერციულ ოპერატორსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან იყო გაფორმებული.

“ხელშეკრულების შეწყვეტა გამოიწვია საქართველოს მთავრობის მხრიდან პირობების დარღვევამ და ფორსმაჟორულმა მოვლენებმა. ვინაიდან პროექტის კაპიტალიზებული ქონების, საწარმოო საშუალებებისა და აღჭურვილობის გამოყენება შეუძლებელია, ისინი 40,389,000 აშშ დოლარის საბალანსო ღირებულებით 2021 წლის 31 დეკემბრისთვის ჩამოიწერა“, -აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები