მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

კონფლიქტების მართვა და ძალადობის პრევენცია სკოლებში

კონფლიქტების მართვა და ძალადობის პრევენცია სკოლებში

ქალთა ფონდი „სოხუმი“ საერთაშორისო ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“ (Brot für die Welt) მხარდაჭერით უკვე მეორე წელია, დასავლეთ საქართველოს 10 სამიზნე მუნიციპალიტეტის (ვანი, თერჯოლა, ბაღდათი, ტყიბული, ჩოხატაური, წალენჯიხა, სამტრედია, ქობულეთი, ზუგდიდი, სენაკი) სკოლის მოსწავლეებთან მუშაობს. პროექტის მიზანია ტოლერანტული, არაძალადობრივი გარემოს დამკვიდრება და ახალგაზრდული აქტივიზმის ხელშეწყობა.

ამ ეტაპზე აქტიური, მიზანდასახული და საინტერესო ახალგაზრდებით დაკომპლექტდა ქობულეთის, სამტრედიის, ვანის, თერჯოლის, ბაღდათის, წალენჯიხისა და სენაკის ახალგაზრდული ჯგუფები. აპრილის თვის სამუშაო გეგმას წარმოადგენს – კონფლიქტების მართვა და ძალადობის პრევენცია. ტრენერებთან ერთად ახალგაზრდებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა გამოხატონ საკუთარი შეხედულებები.

“ძალადობის პრევენციისა და კონფლიქტის მართვის თვალსაზრისით, მსგავსი ტიპის ტრენინგები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ვიძენთ ახალ კონტაქტებს, ვეცნობით ახალ თემებს, გვაქვს საინტერესო დისკუსიები, რაც გვიყალიბებს არგუმენტირებულად მსჯელობის უნარს და გვაძლევს ინფორმაციულობის მეტ შესაძლებლობას“, – აცხადებენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერვე კლასის მოსწავლეები.

ტრენინგის მსვლელობის პროცესში მოსწავლეებს, ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ კანადის „თანასწორობის ფონდის“ მხარდაჭერით შექმნილი ვებგვერდის – „ძალადობის მსხვერპლთა ციფრული რესურცენტრის“ შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია (ვებგვერდი ხელმისაწვდომია აქ – www.sosfsokhumi.ge

 

კომენტარები