მთავარიახალი ამბებისლაიდი

კრიტიკულ მედიას ქუთაისში, წულუკიანთან შეხვედრაზე არ უშვებენ

კრიტიკულ მედიას ქუთაისში, წულუკიანთან შეხვედრაზე არ უშვებენ

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ქუთაისში იმყოფება.

წულუკიანი გელათის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთ შენობაში უცხოელ ექსპერტებს და სასულიერო პირებს ხვდება.

კრიტიკულ მედიას მინისტრის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, მას შემდეგ კი, რაც მედიამ შეხვედრების შესახებ საკუთარი წყაროებიდან შეიტყო, დაცვა ჟურნალისტებს შენობაში არ უშვებს და ეუბნება, რომ შეხვედრა დაწყებულია.

კომენტარები