მთავარიახალი ამბებისლაიდი

“მადლობა ყველას, ვინც მენდო, ეს ჩემთვის დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა”

“მადლობა ყველას, ვინც მენდო, ეს ჩემთვის დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა”

პარტია “საქართველოსთვის” ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი გოგუაძე მხარდამჭერებს ნდობისთვის მადლობას უხდის.

როგორც გოგუაძე სოციალურ ქსელში წერს, უკეთესი ქუთაისისა და საქართველოსთვის შრომა გრძელდება.

“მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მენდო და გვენდო. ეს ჩემთვის დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა. თქვენ ყველა ხმას დავიცავთ. განსაკუთრებული მადლობა გუნდის თითოეულ წევრს, რომელიც გუშინ უპირისპირდებოდა მოსყიდვებს, დაშინებას და ზეწოლას. ღირსეულად ვაგრძელებთ შრომას უკეთესი ქუთაისისა და საქართველოსთვის”, – წერს გოგუაძემ.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, გიორგი გოგუაძემ ხმების 8% მიიღო.

კომენტარები