მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მადრიდი, ბრიუსელი, ფრანკფურტი, ჰამბურგი და პოზნანი – ახალი მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან

მადრიდი, ბრიუსელი, ფრანკფურტი, ჰამბურგი და პოზნანი – ახალი მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან

დღეიდან ავიაკომპანიამ WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება ევროპის 5 ქალაქის: ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყო.

5-ვე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება, ხოლო, პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენზე არსებულ სიხშირეებს თითო სიხშირე დაემატება.

2023 წლის ივნისიდან ჯამურად, WIZZ AIR ქუთაისიდან ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 27 მიმართულებით იფრენს.

კომენტარები