მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მაია ომიაძე იმერეთში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

მაია ომიაძე იმერეთში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე იმერეთში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

მაია ომიაძემ იმერეთში მოქმედი ტურისტული კომპანიების, სასტუმროების, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებთან რეგიონში ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევები და იმერეთის ტურისტული შესაძლებლობები განიხილა.

ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტებსა და მიმდინარე აქტივობებს გაეცნენ. კომპანიები და სასტუმროები განსაკუთრებით დაინტერესდნენ თუ რა ნაბიჯები იდგმება საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე იმერეთის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციისა და რეგიონში ტურისტული ნაკადების გაზრდის კუთხით.

კომენტარები