მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი მეუღლე მოკლა, გარდაიცვლა

მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი მეუღლე მოკლა, გარდაიცვლა

მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი მეუღლე მოკლა, გარდაიცვლა. ინფორმაცია “ინფო იმერეთს” დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა დაუდასტურა.

მკვლელობაში ბრალდებულს 70%-იანი დამწვრობა ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

როგორც კლინიკაში განმარტავენ, მდგომარეობა იყო მძიმე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და წუხელ გარდაიცვალა.

შემთხვევა 24 ნოემბერს მოხდა. კაცი მაღაზია “მაგნიტში” შეიჭრა, სადაც მისი ყოფილი ცოლი მუშაობდა და ქალს ბენზინი შეასხა. როგორც ცნობილია, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები