მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მამაკაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი მოკლა, სხეულის 70% აქვს დამწვარი

მამაკაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი მოკლა, სხეულის 70% აქვს დამწვარი

მამაკაცს, რომელმაც თერჯოლაში, მაღაზიათა ქსელ “მაგნიტში” ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა და დაწვა, დაზიანებები თავადაც აქვს მიღებული.

ის ამ დროისთვის თერჯოლის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

ექიმის თქმით, პაციენტს სხეულის 70% აქვს დამწვარი და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მკვლელობა თერჯოლაში რამდენიმე საათის წინ მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, “მაგნიტის” მენეჯერს ყოფილმა ქმარმა ასაფეთქებელი სითხე შეასხა, შემდეგ კი ოთახში გამოკეტა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, დაზიანებები მიიღო სხვა თანამშრომლებმაც.

დაუდასტურებული ინფორმაციით, მკვლელი ნასამართლევია. ისინი რამდენიმე წლის გაშორებულები იყვნენ და კაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები