მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მარტის თაობის” დროა! ჩაგვრეცხეთ ყველა, წარსულის და აწმყოს ცოდვების მოზიარე, ოღონდ იარეთ წელგამართულებმა”

“მარტის თაობის” დროა! ჩაგვრეცხეთ ყველა, წარსულის და აწმყოს ცოდვების მოზიარე, ოღონდ იარეთ წელგამართულებმა”

ჟურნალისტი, ბლოგერი და სამოქალაქო აქტივისტი ზეკო ხაჩიძე სოციალურ ქსელში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ახალგაზრდებს მიმართავს.

“მარტის თაობის” დროა!

მთავარია, მათი თანმიმდევრულობაც, ცოდნაც და გონიერებაც დიდ ბრძოლაში, მათივე სულისკვეთების პროპორციულია! გრძელი პროცესია სახელმწიფოსთვის თავგანწირვა!

ჩაგვრეცხეთ ყველა, წარსულის და აწმყოს ცოდვების მოზიარე, ოღონდ იარეთ წელგამართულებმა, ილაპარაკეთ თქვენი ნათელი გონებით და ნათელი გულით!”, – წერს ხაჩიძე სოციალურ ქსელში.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პარლამენტში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას საქართველოში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. რამდენიმე დღეა, რუსთაველზე მომიტინგეები იკრიბებიან და “რუსული კანონის” გაწვევას მოითხოვენ. მმართველმა ძალამ დღეს განაცხადა, რომ კანონპროექტს უკან გაიწვევს, თუმცა პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება, ის უმრავლესობამ საკუთარი ხელით უნდა ჩააგდოს, სხვაგვარად, როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, გამოდის, რომ “ქართული ოცნება” მხოლოდ დროის მოგებას ცდილობს.

კომენტარები