მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მდინარე რიონიდან ასაკოვანი მამაკაცი უვნებლად ამოიყვანეს

მდინარე რიონიდან ასაკოვანი მამაკაცი უვნებლად ამოიყვანეს

ქუთაისში, მდინარე რიონში სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. მაშველებმა ასაკოვანი მამაკაცი მდინარიდან უვნებელი ამოიყვანეს.

მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პრევენციისთვის კლინიკაში გადაიყვანა.

თეთრი ხიდის მიმდებარედ, ქვაზე მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც მდინარის სანაპიროდან ამოსვლას ვერ ახერხებდა.

ჯერჯერობით უცნობია როგორ აღმოჩნდა მამაკაცი მდინარეში ქვაზე.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრე-მაშველები და საპატრულო პოლიცია.

კომენტარები