მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მეზობლები შევიდნენ და დახვდათ საწოლში მოკლული, შვილი გაიქცა, მაგრამ მალე დააკავეს”

“მეზობლები შევიდნენ და დახვდათ საწოლში მოკლული, შვილი გაიქცა, მაგრამ მალე დააკავეს”

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში აღდგომის ღამეს მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

სოფელში ყვებიან, რომ მამის მკვლელობაში ბრალდებულს, 22 წლის ახალგაზრდას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მედიკამენტებსაც იღებდა. მკვლელობას წინ მამა-შვილს შორის, სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

მამაკაცი რამდენიმე დღე გაუჩინარებული იყო. მომხდარის შესახებ კი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მეზობლები დაინტერესდნენ, სად იყო 57 წლის კაცი, რაზეც შვილმა მათ უპასუხა, რომ მამა სახლიდან გავიდა და უკვე რამდენიმე დღე იყო, რაც აღარ უნახავს.

ამის შემდეგ, მეზობლებს ეჭვი გაუჩნდათ, სახლში შევიდნენ და მამაკაცი საკუთარ საწოლში, ნაჯახით მოკლული ნახეს. შვილმა მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ის დააკავა.

გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები