გოგი წულაიას ქუთაისის მერიისთვის ბოქლომის დადება სურდა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მერიის თანამშრომლების უმრავლესობა “ქართული ოცნების” მხარდამჭერ აქციაზე წავიდნენ, სამუშაო დღის მიუხედავად კი, თვითმმართველობის ორგანო ცარიელი დატოვეს.
“მერიიდან უმრავლესობა აქციაზე წავიდა, შენობა კი მიატოვეს. ბოქლომის დადება მინდოდა, ძაღლი არ შევიდეს, მერის კაბინეტს არ მიაფსას”, – განაცხადა წულაიამ.
თბილისში, თავისუფლების მოედანზე დღეს სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერი აქციაა ჩანიშნული.
კომენტარები