მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მეძინა, უცებ მომესმა ხმა კართან, ვკითხე ვინ ხართქო და გაიქცა” – ქურდობის მცდელობა ქუთაისში

“მეძინა, უცებ მომესმა ხმა კართან, ვკითხე ვინ ხართქო და გაიქცა” – ქურდობის მცდელობა ქუთაისში

ქუთაისში კრიმინალის ზრდაზე ადგილობრივები საუბრობენ.

კერძო ობიექტების ქურდობის პარალელურად, უცნობი პირები საცხოვრებელი სახლების გაძარცვასაც ცდილობენ.

ჟურნალისტი ანი შველიძე საინფორმაციო სააგენტო “ინფო იმერეთს” უყვება, რომ ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში, კართან უცნობი პირი სახლში შესვლას ცდილობდა, მას შემდეგ რაც დაუდგენელმა პირმა შეიტყო, რომ შინ იმყოფებოდა, გაიქცა.

“მეძინა და ხმა გავიგე კარის, რკინის კარები მაქვს და ქონდა ხმა, რომ მივედი კარებთან და ვიკითხე ვინ ხართქო აშკარად გაიქცა,”-აცხადებს ანი შველიძე.

კომენტარები