მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მე პურის ფული მიჭირს და გუბერნატორს ახალი მანქანა ჰყავს, რა დავაშავეთ ხალხმა?!”

“მე პურის ფული მიჭირს და გუბერნატორს ახალი მანქანა ჰყავს, რა დავაშავეთ ხალხმა?!”

იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ახალ ავტომობილს რეგიონში მცხოვრებლები უარყოფითად აფასებენ.

მოსახლეობის თქმით, ხალხს შია, ხელისუფლება კი პირად კომფორტზეა გადასული.

“ხელისუფლებას ჩვენი პრობლემა არ ადარდებს. მოვედი ადგილობრივ ხელისუფლებაში, კიდევ ერთხელ ვთხოვე, იქნებ პატარა ბინით დამეხმაროთქო, მაგრამ მითხრეს არა, მაგის ფული არ გვაქვსო. მანქანების ყიდვის ხომ აქვთ?! მე ხანდახან პურის ფული არ მაქვს და გუბერნატორს ახალი მანქანა ჰყავს, რა დავაშავეთ ხალხმა?”, – ამბობს ჟუჟუნა ჩუბინიძე.

იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძეს ახალი ავტომობილი ჰყავს.

სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ახალი ავტომობილი სახელმწიფოსგან გადაეცა.

“აღნიშნული ავტომობილი, რომელიც გამოირჩევა ეკონომიურობით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას სარგებლობაში გადმოეცა სახელმწიფოსგან, არსებული ავტოპარკი არის ძალიან მოძველებული და ხარჯიანი შესაბამისად საჭიროებდა განახლებას”, – აცხადებენ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.

აღსანიშნავია, რომ გუბერნატორის ახალ ავტომობილთან დაკავშირებით სამხარეო ადმინისტრაციაში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, აღნიშნული პოზიცია კი “ინფო იმერეთს” მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიაწოდა.

 

 

კომენტარები