UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი ჰენრი სეხუდო დაამარცხა. ეს დვალიშვილისთვის ზედიზედ მე-10 გამარჯვებაა.
ყოფილი ჩემპიონის დასამარცხებლად დვალიშვილს 3 რაუნდი დასჭირდა.
სეხუდო UFC-ის მესამე ყოფილი ჩემპიონია, რომელიც მერაბ დვალიშვილმა დაამარცხა. აქამდე მან ჟოზე ალდოს და პიტერ იანსაც მოუგო.
დიდი ალბათობით, დვალიშვილის მორიგი ბრძოლა UFC-ში სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის იქნება.
დვალიშვილს მოგება პირველმა Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა მიულოცა, რომელიც ბრძოლას ესწრებოდა.
კომენტარები