მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მთავრობაში რომ ხაჭაპურს შეჭამენ, ჩვენ ნამცეციც არ უნდა ვჭამოთ? უსირცხვილო მთავრობა გვყავს”

“მთავრობაში რომ ხაჭაპურს შეჭამენ, ჩვენ ნამცეციც არ უნდა ვჭამოთ? უსირცხვილო მთავრობა გვყავს”

ქუთაისში მოვაჭრეები, რომლებიც წლებია, ამ სფეროში მუშაობენ, ამბობენ, რომ ასეთი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ქუთაისში არასდროს ყოფილა. საახალწლო დღეებში ბაზარში მოქალაქეები ამბობენ, რომ ბოსტნეულს ცალობით, რძის პროდუქტებს კი გრამობით ყიდულობენ.

“მდგომარეობა ცუდადაა, თავში რომ სხედან იმათი ხომ კარგადაა? მაგენი რომ ხაჭაპურს შეჭამენ, 24 ლარი ღირს ყველი, ჩვენ ნამცეციც არ უნდა შევჭამოთ? ნამცეცი რომ დასცვივდება გაჭრილს ის მაინც? უსირცხვილო მთავრობა გვყავს, ცეცხლი უკიდია ყველაფერს, რით უნდა იცხოვროს ხალხმა”,- ამბობენ მოქალაქეები.

ფასები განსაკუთრებით ხილზე, ბოსტნეულსა და რძის ნაწარმზეა გაზრდილი.

“ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ძალიან. ხალხი გაჭირვებულია, იმხელა ფასი ღირს და ვერ ყიდულობს… ამ მთავრობამ დაღუპა ქვეყანა”, – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

მძიმე სოციალურ ფონზე, ეკონომიკის ექსპერტები 2023 წელს პროდუქტების ფასების ზრდას ვარაუდობენ.

კომენტარები