მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მთელი ცხოვრება რაც ჩემმა ოჯახმა იშრომა, მიწამ ჩაიტანა” – ითხვისში სახლების ნგრევა გრძელდება (Video)

“მთელი ცხოვრება რაც ჩემმა ოჯახმა იშრომა, მიწამ ჩაიტანა” – ითხვისში სახლების ნგრევა გრძელდება (Video)

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში საცხოვრებელი სახლების ნგრევა გრძელდება.

დაზარალებულები მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ ოჯახები ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილოს.

“მთელი ცხოვრება რაც ჩემმა ოჯახმა იშრომა, მიწამ ჩაიტანა. ასეთი რამ საშინელებათა ფილმში მქონდა ნანახი და მაშინაც ვფიქრობდი, რომ ეს მონტაჟი იყო. ორსართულიანი სახლი ისე ჩამოინგრა, შენობიდან ჭიქის გამოტანაც ვერ მოვახერხეთ”, – აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში, მიწის ჩავარდნის გამო, სოფელში 20-მდე სახლია დაზიანებული.

როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, შენობების დაზიანება გამოწვეულია იმით, რომ რაიონში კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” მანგანუმს მოიპოვებს, რის გამოც ნიადაგი მოძრაობს და აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენს.

კომენტარები