მთავარიახალი ამბებისლაიდი

“მიენიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე”

“მიენიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე”

იმისთვის, რომ მიაღწიონ წარმატებას ქვეყანა უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად და ამისთვის საჭიროა, რომ განახორციელოს რეფორმები, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა.

“რაც შეეხება საქართველოს. საქართველოსაც გააჩნია იგივე ამბიცია, როგორც უკრაინას და მოლდოვას, იმისთვის, რომ მიაღწიონ წარმატებას ქვეყანა უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად და ამისთვის საჭიროა, რომ განახორციელოს რეფორმები და ჩართოს ამ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოება, ამიტომ ჩვენ ვაძლევთ საქართველოს რეკომენდაციას ევროპულ პერსპექტივაზე და ვნახავთ როგორ განახორციელებს რეკომენდაციას, იმისთვის რომ კიდევ ერთხელ განვიხილოთ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის”, – განაცხადა ურსულა ფონ დერლეიენმა.

მისივე თქმით, საქართველოს ექნება გზამკვლევი რა უნდა გაკეთდეს.

მისივე თქმით, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ექნება.

კომენტარები