მთავარიახალი ამბებისლაიდი

“მინდა ვუთხრა ყველას ქუთაისის სახელით, ჩვენ ხვალ ახალ საქართველოში დავიწყებთ ცხოვრებას”

“მინდა ვუთხრა ყველას ქუთაისის სახელით, ჩვენ ხვალ ახალ საქართველოში დავიწყებთ ცხოვრებას”

ხვალ შეთქმულებას ვუწყობთ პუტინს, რუსეთს, დიახ, ჩვენ ვიმარჯვებთ და 3 ოქტომბერს უკვე ყველა ერთად ვზეიმობთ გამარჯვებას, – ამის შესახებ ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძემ შემაჯამებელ ბრიფინგზე მოქალაქეებს ხვალინდელ არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ 3 ოქტომბრიდან საქართველოში ახალი ცხოვრება დაიწყება.

“ხვალ მივდივართ საარჩევნო ყუთთან და ხმას ვაძლევთ ნებისმიერს “ქართული ოცნების” გარდა, უარი ოლიგარქიას. ხვალ ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს, იმის გამო, რა დღეშიც ჩააგდო ეს ქვეყანა. ხვალ ყველა ერთად მივდივართ საარჩევნო ყუთებთან, მშვიდიად, წყნარად. მინდა ვუთხრა ყველა ჩვენს თანამემამულეს, ქუთაისის სახელით, რომელიც ემზადება გამარჯვებისთვის, ჩვენ ხვალ ახალ საქართველოში დავიწყებთ ცხოვრებას, შეუქცევადობა დემოკრატიისკენ იქნება ნამდვილად გარდაუვალი. ხვალ მივდივართ საარჩევნო ყუთთან და შეთქმულებას ვუწყობთ ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო ყუთთან, როდესაც ჩვენ არ ვხაზავთ “ქართულ ოცნებას”, შეთქმულებას ვუწყობთ პუტინს, რუსეთს, დიახ, ჩვენ ვიმარჯვებთ და 3 ოქტომბერს უკვე ყველა ერთად ვზეიმობთ გამარჯვებას “, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კომენტარები