მთავარიახალი ამბებისლაიდი

“მიხარია, ჩემს ქალაქში ამდენ გაფითქინებულ, კულტურულად მოსაუბრე რუს ტურისტულ ოჯახს რომ ვხედავ”

“მიხარია, ჩემს ქალაქში ამდენ გაფითქინებულ, კულტურულად მოსაუბრე რუს ტურისტულ ოჯახს რომ ვხედავ”

ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრი ნანა კოსტავა რუსი ტურისტების მომრავლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სახელისუფლებო პარტიის ყოფილი წარმომდგენელის თქმით, რუსი ტურისტები, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან განსხვავებით წესრიგს იცავენ.

“არც რესტორანი მაქვს, არც კაფე-ბარი, არც სანაყინე, არც სასტუმრო, არც ჰოსტელი, მაგრამ მაინც მიხარია, ჩემს ქალაქში ამდენ გაფითქინებულ, კულტურულად მოსაუბრე სუფთად ჩაცმულ რუს ტურისტულ ოჯახს რომ ვხედავ. ისინი გაზონებზე არ გადადიან, ქუჩებს არ ანაგვიანებენ და სხვა ტურისტების მსგავსად ბუჩქებში არ მოისაქმებენ (ეს ცალკე თემაა ქალაქის პრობლემებიდან).ისინი ჩვენს მეწარმეებს ბანკის ვალებს ასტუმრებინებენ, შემოსავალს აძლევენ, ეკონომიურად აძლიერებენ, მოტივაციას უჩენენ ჩვენს თანაქალაქელებს, რომ არ დატოვონ თავიანთი კერა და სადღაც მექსიკის საზღვარი იქნება ეს თუ ავსტრალია არ გადაიხვეწონ სამუდამოდ.მე არ ვმდიდრდები, მაგრამ ჩემი თანაქალაქელი რომ ძლიერადაა, მეც მიხარია!!!

არ დავაფრთხოთ რუსი ტურისტები, წინ დიდი და მძიმე ზამთარი გველის!”- ამბობს ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრი ნანა კოსტავა.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება, რაც ძირითადად ფულადი გზავნილების მატებითაა განპირობებული.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ტყუილია, თითქოს საქართველოში რუსი ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობა შემოვიდა. მისი თქმით, პირიქით ნაკლებია შემოსული.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმზე საუბარი, მათგან, ვინც თავად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთთან, ერთ-ერთი კამპანიის ფეიკ ნაწილია.

კომენტარები