მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ვაშინგტონში აქცია გაიმართა

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ვაშინგტონში აქცია გაიმართა

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აშშ-ში საპროტესტო აქცია გაიმართა.

ვაშინგტონში შეკრებილმა ქართველებმა მესამე პრეზიდენტის უცხოეთში სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა მოითხოვეს.

ემიგრანტების თქმით, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია.

პროტესტის მონაწილეების განცხადებით, სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ყველა დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია დღეს საქართველოსა და მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიმართება.

კომენტარები