მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“მიხეილ სააკაშვილს არ მოსწონს და ამბობს, რა დროს ეგაა”

“მიხეილ სააკაშვილს არ მოსწონს და ამბობს, რა დროს ეგაა”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პარტიაში მიმდინარე მოვლენებში არ ერევა, თუმცა აღნიშნავს, რომ ახლა ამის დრო არ არის.

“არ ერევა მიხეილ სააკაშვილი ამ პროცესებში, ეს შემიძლია დანამდვილებით გითხრათ. რა თქმა უნდა, არ მოსწონს და ამბობს, რა დროს ეგაა. ჩვენი ენერგია ახლა მიმართული უნდა იყოს სხვა საკითხებისკენ, ჩვენ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება და არა “ნაციონალური მოძრაობა“.

ვიხილეთ ცალკე ჩატარებული ბრიფინგი, რომელზეც არც მე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ არაფერი ვიცოდი, ისევე როგორც პარტიის თავმჯდომარემ არაფერი იცოდა, სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე… მოდით, დაველოდოთ მოვლენებს, მე ბევრ ოფიციალურ ვერსიას ვისმენ, მაგრამ საქმე ცოტა სხვა რამეშია. სამწუხაროდ, ჩვენმა კოლეგებმა იჩქარეს“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

მისი თქმით, ის პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მხარს კვლავ ნიკა მელიას დაუჭერს.

“არ მიმაჩნია, რომ მან თავი ამოწურა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე“, – განაცხადა ნაყოფიამ.

კომენტარები