მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მოგვეშველეთ, ჩვენ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება” – წყალტუბოში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ

“მოგვეშველეთ, ჩვენ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება” – წყალტუბოში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ

მოგვეშველეთ, ჩვენ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, გაგვასახლეთ – ამ მოთხოვნით წყალტუბოში მცხოვრებმა დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ხელისუფლებას ავარიული კორპუსებიდან გასახლებას სთხოვენ.

დევნილებმა ასევე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც წარმოადგინეს, სადაც ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ აღნიშნული კორპუსები ნგრევადია და ნაგებობაში ადამიანი არ უნდა ცხოვრობდეს.

“კანალიზაციით არის დატბორილი სარდაფი, დერეფნებში ბათქაში ცვივა, ფანჯრები ჩამსხვრეულია. ცხოვრება ჯოჯოხეთად გვექცა, ხელისუფლებას კი ჩვენი ბედი არ ადარდებს”, – აცხადებს დევნილი ლიანა აბულაძე.

 

კომენტარები