მთავარიახალი ამბებისლაიდი

მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული ავტომანქანები და ინფრასტრუქტურა – ძლიერი ქარი ქუთაისში

მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული ავტომანქანები და ინფრასტრუქტურა – ძლიერი ქარი ქუთაისში

ქუთაისში ამ დრომდე ძლიერია ქარია. ქარმა ქალაქის მასშტაბით ხეები მოგლიჯა.

ასწლოვანია ხეა მოგლეჯილი ირაკლი აბაშიძის გამზირზე, პარლამენტის ყოფილ შენობასთან, ხე გაჩერებას დაეცა, საბედნიეროდ, ადგილზე ტრანსპორტის მომლოდინე მგზავრები არ იმყოფებოდნენ.

ასევე ხეა მოგლეჯილი ჭავჭავაძის გამზირზე და აღმაშენებლის ქუჩაზე.

“საშინელი ხმა იყო, გარეთ რომ გამოვიხედე მოგლეჯილი ხე ეგდო. საშინელი ქარია ავტოქარხანის დასახლებაში”, – გვიყვება თვითმხილეველი.

ქუთაისში ძლიერმა ქარმა ხის ტოტიც მოგლიჯა, რომელიც მამაკაცს თავში დაეცა.

კომენტარები