მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“მოგმართავთ თხოვნით”, – საჩხერის მერია ადგილობრივებს სთხოვს, ნუ იპარავენ ურნებს და აზიანებენ ინფრასტრუქტურას

“მოგმართავთ თხოვნით”, – საჩხერის მერია ადგილობრივებს სთხოვს, ნუ იპარავენ ურნებს და აზიანებენ ინფრასტრუქტურას

საჩხერეში, სკვერებში, დასასვენებელ სივრცეებსა და სპორტულ მოედნებზე ვანდალური ფაქტები ფიქსირდება.

ქალაქის ქუჩებში ამ დრომდე დაუდგენელი პირები ანადგურებენ ინფრასტრუქტურას, სპორტულ ატრაქციონებს და იპარავენ ურნებს.

“ყველა ინფრასტრუქტურული თუ კულტურული ობიექტის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაგეგმილია მოსახლეობის ინეტერესებიდან გამომდინარე. იხარჯება თანხები როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტიდან. გაკეთებიდან რამდენიმე ხანში ხდება აღნიშნული ობიექტების განადგურება ისე, რომ პირვანდელ დანიშნულებას ვეღარ პასუხობს.

საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მოგმართავთ თხოვნით, გაუფრთხილდით საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებს, სპორტულ მოედნებს, სკვერებს, ისტორიულ ძეგლებს”, – აცხადებენ საჩხერის მერიაში.

კომენტარები