მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მოვიდა მერი, გადაიღო სურათები და წავიდა, ჩვენ რა ვქნათ? შევცდით, რომ ავირჩიეთ”

“მოვიდა მერი, გადაიღო სურათები და წავიდა, ჩვენ რა ვქნათ? შევცდით, რომ ავირჩიეთ”

ქუთაისში, ხუნდაძის ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. კორპუსი ძლიერმა ქარმა სახურავის გარეშე დატოვა.

კორპუსს ამ დროისთვის არც გაზი მიეწოდება, არც წყალი და არც ელექტროენერგია.

როგორც ხუნდაძის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, მუნიციპალიტეტის სამსახურებიდან ადგილზე მისული იყვნენ, თუმცა უთხრეს, რომ გამოდარებამდე ვერაფერს გააკეთებ.

“ღამის სამიდან ოთხ საათამდე მოხდა ყველაფერი, ძლიერი გრუხუნის ხმა გავიგონეთ და წინა კორპუსს გადაძვრა სახურავი, დააზიანა გაზის მილები, მანქანები.

მუნიციპალიტეტიდან ყველა იყო მოსული, თუმცა გვითხრეს, რომ ვერაფერს ვერ გავაკეთებ, სანამ ქარი არ ჩადგებაო”, – განაცხადა ხუნდაძის ქუჩის მცხოვრებმა.

ადგილობრივების თქმით, თუ ტერიტორიის გაწმენდა არ მოხდება, ვერაფერი გაკეთებდა.

“ამინდი გამოსწორდება და გავაკეთებთ მერეო, საგანგებოა და მე ახლა მიჭირს.

მოვიდა მერი და არაფერი არ გაუკეთებია, გადაიღო სურათები და წავიდა, ჩვენ რა ვქნათ? ხომ უნდა მოექცია ყურადღება, ჩვენ ავირჩიეთ, მაგრამ შევცდით, რომ ავირჩიეთ”, – აცხადებს კიდევ ერთი ადგილობრივი.

კომენტარები