მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მოვუწოდებ ქუთაისის მერს, ყველა შესაძლო რესურსით დაეხმაროს დნიპროს”

“მოვუწოდებ ქუთაისის მერს, ყველა შესაძლო რესურსით დაეხმაროს დნიპროს”

სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე დნიპროს მერის განცხადებას ქუთაისის მერიასთან ერთკაციანი აქციით გამოეხმაურა.

საღინაძემ ქუთაისის მერს მოუწოდა, ყველა შესაძლო რესურსით დაეხმაროს უკრაინულ ქალაქ დნიპროს.

“ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის სავალდებულო იყო ეს მესიჯი ჩემი ქალაქის, ქუთაისის მერთან მიმეტანა, რადგან, როდესაც ისტორია მართალსა და არასწორს მხარეს ნათელს მოჰფენს, კარგად დავინახოთ ვინ მის რომელ მხარეს იკავებდა და მე მოვუწოდებ ქუთაისის მერს, დაიკავოს მართალი მხარე და ყველა შესაძლო რესურსით დაეხმაროს უკრაინულ ქალაქ დნიპროს, სხვა შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელებთ სახელმწიფოს ამ დანაშაულში მხილებას, მეორე მხრივ კი პირად პასუხისმგებლობაზე ავიღებთ უკრაინის მხარდაჭერის ფონდის შექმნას, რადგან ქუთაისის მოსახლეობას ესმის მოძმე ერის წუხილის ხმა”, – განაცხადა საღინაძემ.

დნიპროს მერის თქმით, მოძმე ქალაქი ქუთაისიდან დნიპროს დახმარება არ მიუღია

კომენტარები