მთავარიახალი ამბებიქუთაისი

“მოვუწოდებ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას, დაუყოვნებლივ განიხილოს სარჩელი”

“მოვუწოდებ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას, დაუყოვნებლივ განიხილოს სარჩელი”

ხატია დეკანოიძემ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა

გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა.

მისი თქმით, კომისიამ ოპოზიციის სარჩელი დაუყოვნებლივ უნდა განიხილოს და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, რადგან სიძულვილის ენის შემცველი ბანერებით საარჩევნო კოდექსი ირღვევა.

“მინდა მივმართო ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს – დაუშვებელია საარჩევნო მოწოდება შეიცავდეს ზიზღის და ძალადობის პროპაგანდას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული დარღვევა. მოვუწოდებ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ განიხილოს სარჩელი, საზოგადოებას საჯაროდ შეატყობინოს თავისი პოზიცია იმ შემთხვევაში, თუ ეს პოზიცია არ დაემთხვევა საარჩევნო კოდექსში გაწერილ მუხლებს, მაშინ ჩვენ ჩავთვლით, რომ საოლქო საარჩევნო კომისია ქუთაისში არის “ქართულ ოცნებასთან” შეზრდილი დეპარტამენტი”, – განაცხადა დეკანოიძემ.

სიძულვილის ენის შემცველი ბანერები თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისის, გორისა და თელავის ქუჩებში რამდენიმე დღეა, გამოჩნდა.

კომენტარები