მთავარიახალი ამბებიიმერეთი

მოიგებს თუ არა “ქართული ოცნება” ავტოქარხნის ოლქში ერთხელ უკვე წაგებულ არჩევნებს?

მოიგებს თუ არა “ქართული ოცნება” ავტოქარხნის ოლქში ერთხელ უკვე წაგებულ არჩევნებს?

29 აპრილს რიგგარეშე არჩევნები ქუთაისში, ავტოქარხნის ოლქშიც გაიმართება.

ქალაქის საკრებულოში ავტოქარხნის მაჟორიტარის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც “ნაციონალური მოძრაობიდან” გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატი ბესო ბრეგაძე ემიგრაციაში წავიდა.

ჯერჯერობით არც სახელისუფლებო პარტია და არც ოპოზიციური პარტიები არ ასახელებენ ვინ იქნება მათი კანდიდატები.

მოიგებს თუ არა “ოცნება” 2021 წელს ავტოქარხნის ოლქში წაგებულ არჩევნებს, ეს უცნობია, თუმცა ცესკოს ოფიციალური ციფრების მიხედვით, გასულ არჩევნებზე ავტოქარხანში მცხოვრები ადამიანები მხარს ყოველთვის ოპოზიციას უჭერდნენ.

კომენტარები