მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მოყინული გზები, დამტვრეული მანქანები და გათიშული ელექტროენერგია – ვითარება ბაღდათში

მოყინული გზები, დამტვრეული მანქანები და გათიშული ელექტროენერგია – ვითარება ბაღდათში

ბაღდათის მუნიციპალიტეტი მეორე დღეა, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამ დრომდე გაწმენდილი არ არის მოყინული გზები, რის გამოც ადგილობრივებს გადაადგილების პრობლემა აქვთ.

შექმნილი ვითარების გამო რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევაც მოხდა და მანქანები დაზიანდა.

“ბაღდათის გზებზე მარილი ამ დრომდე დაყრილი არ არის, მოყინულია ცენტრალური გზა, ქალაქის ქუჩები და შიდა საუბნო გზები. დანაზოგს აკეთებს მერია და იმ ფულს, რომელიც გზების გასაწმენდად უნდა გამოეყოთ, სავარაუდოდ, ჯიბეში იდებენ. ხალხას გადაადგილება უჭირს. ამ დრომდე არ მოგვეწოდება ელექტროენერგია“, – აცხადებს ადგილობრივი თორნიკე ნინიკაშვილი.

იმერეთში მოსული უხვი ნალექის გამო ბაღდათის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია გუშინ, 10:00 საათიდან არ მიეწოდება.

“ინფო-იმერეთს“ “ენერგო პრო ჯორჯიაში“ განუცხადეს, რომ ინტენსიური თოვის გამო მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი დაზიანდა და აღდგენის მიზნით მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები.

კომენტარები