მთავარიახალი ამბებიიმერეთი

მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ეკონომიკის ახალ მინისტრს მიმართავს

მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ეკონომიკის ახალ მინისტრს მიმართავს

მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” “ნამოხვანჰესთან” დაკავშირებით პასუხებს ითხოვს.

მოძრაობის წევრებმა ეკონომიკის ახალ მინისტრს საჯაროდ მიმართეს. მათი თქმით, ამ დრომდე კითხვებზე პასუხები არ აქვთ, ხელისუფლება კი დროის გაყვანას და პროცესისადმი საზოგადოების ინტერესის შემცირებას ცდილობს.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, ჯერ კიდევ ბუნდოვანია საკითხი, გაწყდა თუ არა ხელშეკრულება კომპანია “ენკასთან” და არის თუ არა პროექტი უსაფრთხო.

მისი თქმით, თუ გონივრულ ვადაში ხელისუფლება დიალოგზე არ წავა, ისინი პროტესტის აქტიურ ფორმას მიმართავენ და კომპანია “ენკას” ბლოკირებას მოახდენენ.

“არის თუ არა ეკონომიკის ახალი მინისტრი მზად, რომ გვიპასუხოს ყველა კითხვაზე. ვთვლით, რომ უამრავი კითხვა არსებობს როგორც პროექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ისე მის ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთება, ასევე ხელშეკრულების ირგვლივ, რაზეც ხელისუფლება თავადაც საუბრობდა, მაგრამ ახლა ამაში მინისტრი პრობლემას ვერ ხედავს. ისე ხდება ეს ყველაფერი, რომ რასაც ჩვენ 15 თვეა, ვითხოვთ, აბსოლუტურად იგნორირებულია”, – განაცხადა გოლეთიანმა.

კომენტარები