მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მუცელში 12 ლიტრი წყალი აქვს და მენჯებს შორის სიმსივნური წარმონაქმნი”, – ბაღდათში სოციალურად დაუცველი ქალი უსახსრობის გამო ექიმთან ვერ მიდის

“მუცელში 12 ლიტრი წყალი აქვს და მენჯებს შორის სიმსივნური წარმონაქმნი”, – ბაღდათში სოციალურად დაუცველი ქალი უსახსრობის გამო ექიმთან ვერ მიდის

“მუცელში 12 ლიტრი წყალი აქვს და მენჯებს შორის დიდი ზომის სიმსივნური წარმონაქმნი, რომელზეც რომ გამოიკვლიონ და მკურნალობა დაიწყონ ონკოლოგიურში მოსთხოვეს გარკვეული თანხა, რისი სასუალებაც ოჯახს არ აქვს “- ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდველელში მცხოვრებ 48 წლის ნინო ცერცვაძეს დახმარება ესაჭიროება.

ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, მეზობლის მიერ ნაჩუქარი ტელევიზორის გამო კი სოციალურმა სამსახურმა მათ შემწეობა მოუხსნა.

“მუცელში 12 ლიტრი წყალი აქვს და მენჯებს შორის დიდი ზომის სიმსივნური წარმონაქმნი, რომელზეც რომ გამოიკვლიონ და მკურნალობა დაიწყონ ონკოლოგიურში მოსთხოვეს გარკვეული თანხა სრულ გამოკველვებზე. ორშაბათს აუცილებელია მეტს ვეღარ გადააცილებო. ჰქონდა ოჯახს სოციალური დახმარება, მაგრამ მეზობელმა ტელევიზორი და მაცივარი აჩუქა და ამის გამო მოუხსნეს. გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ ელემენტარულად ლარითაც რომ დავეხმაროთ ძალიან წაადგებათ. არანაირი საარსებო წყარო არ აქვთ. მუშაობდა ნინო დამლაგებლად სასტუმროში, მაგრამ ექიმმა აუკრძალა ყველაფერი და ახლა ამასაც ნერვიულობს. ჰყავს დედა, რომელიც პენსიონერია. არ ჰყავს დედმამიშვილი და ორშაბათამდე იქნებ შევაგროვოთ ეს პირველადი თანხა. ანგარიში არ აქვს ბანკში და ვწერ ჩემი მეუღლის ანგარიშის ნომერს, რომელსაც თბსც აქვს და საქართველოც. ვისაც გაქვთ ერთი ლარის იქნებ ეს ქალი გამოვწაპნოთ ამ დაავადებას, რომლისაც ისე ეშინია, რომ სულ ტირის.

გამოგზავნის დროს მიუთითეთ #ნინოსთვის

მიმღები: საბა ჩანქსელიანი

საქ. ბანკი – GE89BG0000000356429200

თბს. ბანკი – GE06TB7210145061600005″, წერს სოციალურ ქსელში თეონა კვირიკაშვილი.

კომენტარები