მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მშენებლობის პარალელურად იშლება ავტობანი?”

“მშენებლობის პარალელურად იშლება ავტობანი?”

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ავტობანის მშენებლობის პროცესში სამუშაოები სავარაუდოდ, უხარისხოდ არის შესრულებული.

ფოტოებს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს.

“ადგილობრივებმა მომაწოდეს ფოტოები. ძირულა, ხარაგაულის რაიონი. მშენებლობის პარალელურად იშლება ავტობანი? საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს მთავრობავ?”- წერს ლევან ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ მდინარე რიონის ადიდების შედეგად სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ახლადაშენებული და გაუხსნილი ხიდის ერთ-ერთი ბურჯი დაზიანდა და ესტაკადის რამდენიმემეტრიანი მონაკვეთი ჩაინგრა.

კომენტარები