მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მძღოლმა დაინახა როგორ ჩაინგრა მის წინ ხიდი, ტრაილერიდან გადმოხტა და საჭე გადაკრა”

“მძღოლმა დაინახა როგორ ჩაინგრა მის წინ ხიდი, ტრაილერიდან გადმოხტა და საჭე გადაკრა”

სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალზე ჩანგრეულ ხიდამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს.

მდინარე რიონის ადიდების შედეგად ახლადაშენებული და გაუხსნელი ხიდის ერთ-ერთი ბურჯი დაზიანდა და ესტაკადის რამდენიმე მეტრიანი მონაკვეთი ჩაინგრა.

მდინარეში გადავარდნას შემთხვევით გადაურჩა სატვირთო ავტომობილის მძღოლი.

“ტრაილერის წინ მიდიოდა მანქანა, როგორც კი მსუბუქმა მანქანა გაიარა ჩაინგრა გზა და ეს დაინახა სატვირთოს მძღოლმა, მან უცებ გადაკრა საჭე მდინარეში რომ არ გადავარდნილიყო ტრაილერი, თვითონ კი გადახტა მანქანიდან”, – აცხადებს ადგილზე დასაქმებული თვითმხილველი.

კომენტარები