მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ნაომარს და დაბომბილს გავს, სოფელი მიწაში იმარხება” – ითხვისში საცხოვრებელი სახლების ნგრევა გრძელდება

“ნაომარს და დაბომბილს გავს, სოფელი მიწაში იმარხება” – ითხვისში საცხოვრებელი სახლების ნგრევა გრძელდება

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში საცხოვრებელი სახლების ნგრევა გრძელდება. ადგილობრივები ყოველდღიურად მომსწრენი ხდებიან, როგორ ინგრევა მათი ქონება.

“საიას” ქუთაისის ოფისის თავმჯდომარე ზაალ გორგოძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “ნელ-ნელა სოფელი მიწაში იმარხება”.

“ვიყავი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში. ნაომარსა და დაბომბილს ჰგავს მთელი სოფელი. სახლების ნაწილი მიწასთანაა გასწორებული, რამდენიმე სახლი მიწისქვეშაა ჩატანილი. ნელ-ნელა სოფელი მიწაში იმარხება. ადგილობრივები აღნიშნულს სოფელში “ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მიმდინარე მანგანუმის მოპოვებით სამუშაოებს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ სოფლის სხვადასხვა ტერიტორიაზე მიწის მასების ჩამოშლა სწორედ სამუშაოების დაწყების შემდეგ დაიწყო.

სოფლის რამდენიმე უბანში ცხოვრება უკვე აღარ შეიძლება. სახლებზე ბზარების მიუხედავად, ნგრევა უცაბედად იწყება, ამიტომ ოჯახები სახლებიდან გამოდიან. სოფელში აფეთქებების ხმა ახლაც ესმით, მაგრამ კომპანია აცხადებს, რომ სოფელ ითხვისის ქვეშ მანგანუმის მოპოვება არ მიმდინარეობს.

აუცილებელია დროულად ჩატარადეს ობიექტური ექსპერტიზა და მიღებული იქნეს ყველა აუცილებელი ზომა, – იმისათვის რომ სოფელი ნასახლარად არ იქცეს და იგივე ბედი სხვა სოფლებმაც არ გაიზიარონ”, – წერს სოციალურ ქსელში “საიას” ქუთაისის ოფისის თავმჯდომარე ზაალ გორგოძე.

 

კომენტარები