მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო მუშაობას წყვეტს და კონკრეტულ აქტივობებს იწყებს

“ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო მუშაობას წყვეტს და კონკრეტულ აქტივობებს იწყებს

ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო მუშაობას და ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ იძულებული ვართ ასე მოვიქცეთ, რადგან პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის რისკის ქვეშ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეიდან პარტია კონკრეტულ აქტივობებს იწყებს და ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან დაიწყება.

“პრეზიდენტ სააკაშვილს გამოუტანეს პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენი, შესაბამისად, “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული.

კარგად დაიმახსოვროს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტულმა რეჟიმმა დღეიდან “ქართული ოცნების” მაღალი თანამდებობის პირებს არ ექნებათ მოსვენება და ამ ბრიფინგის დასრულების შემდეგ პრემიერი ღარიბაშვილი ამას პირველი იგრძნობს. ხვალიდან ნაციონალური მოძრაობა” გადადის საგანგებო რეჟიმზე და მივმართავ პარტიის ყველა რაიონული, საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს, წევრებს და ხვალ ყველას ველოდებით დედაქალაქში, მთავარი საპროტესტო ცენტრი იქნება დედაქალაქი, ასევე დაიგეგმება ხვალ მათთან ერთად რეგიონებში აქტივობები.

“ნაციონალური მოძრაობა” აღარ აპირებს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას, ჩვენ ასევე ვაპირებთ, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს, ელჩებთან და კონკრეტული კომუნიკაციის დამყარება უკვე დაწყებული გვაქვს, რომ გააძლიერონ წნეხი რუსულ ოცნებაზე, რეჟიმზე პრეზიდენტ სააკაშვილის შენარჩუნებისთვის.

დღესვე ვიწყებთ აქტივობებს და ასეთი იქნება ყოველდღე. დამთავრდება თქვენი უზრუნველი, გაქსუებული ცხოვრება. “ნაციონალური მოძრაობა” აღარ აპირებს არანაირ განხილვებში და მონაწილეობას, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს არ შეექმნას საფრთხე და როცა ვსაუბრობთ, რომ ჩვენს პარტნიორებს შევხდებით, სწორედ ამიტომ შეხვდებით, რომ ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო მუშაობას და ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ იძულებული ვართ ასე მოვიქცეთ, რადგან პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის რისკის ქვეშ, ყოველდღიური პროტესტი და სახალხო მღელვარება იქნება პასუხი “ქართულ ოცნებაზე”, ბიძინა ივანიშვილზე”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

კომენტარები