მთავარიახალი ამბებიქუთაისი

“ნაციონალური მოძრაობის” კოლონებს ქუთაისში კონტრაქციით დახვდნენ

“ნაციონალური მოძრაობის” კოლონებს ქუთაისში კონტრაქციით დახვდნენ

“ნაციონალური მოძრაობის” კოლონებს ქუთაისში კონტრაქციით დახვდნენ. ქალაქის შესასვლელთან მოქალაქეები ცოცხებით დგანან და ავტომობილებს შეძახილებით აცილებენ.

მათი თქმით, ეს არის მათი გამოხატვის თავისუფლება და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ამ ფორმით აპროტესტებენ.

მათივე თქმით, სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებულ ადამიანებს სოლიდარობას უცხადებენ. რაც შეეხება ცოცხებს, აცხადებენ, რომ ეს არის სიმბოლურად.

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მერიის თანამშრომლებს ცოცხებით დაურიგეს და გზებზე ძალდატანებით დააყენეს.

თბილისში “ნაციონალური მოძრაობის” აქციას იმერეთიდანაც უერთდებიან. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, რეგიონიდან აქციაზე დასასწრებად 5000-მდე ადამიანი გაემგზავრა.

კომენტარები